თერჯოლა

თერჯოლაში, მდინარე ძუსაში სამი ადამიანი დაიხრჩო – ერთს ამ დრომდე ეძებენ

თერჯოლის მუნიციპალიტეტ სოფელ საზანოში მდინარე ძუსადან მაშველებმა სამი ცხედარი ამოიყვანეს. სამაშველო ღონისძიებების შედეგად გადარჩენილია ერთი პიროვნება, ხოლო ერთს ამ დრომდე ეძებენ - ინფორმაციას ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უდასტურებენ. 

არსებული ინფორმაციით, მდინარის მიმდებარედ სალაშქროდ ექვსი ადამიანი იმყოფებოდა. ერთი მათგანი წყალში ჩავარდა, დანარჩენები კი მის გადასარჩენად მდინარეში ჩავიდნენ. ნაპირზე ერთი ადამიანი დარჩა, რომელმაც ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მიაწოდა. 

კომენტარები