რუსთაველის გამზირი

გაიაშვილის კომპანია ყოფილი კავშირგაბმულობის სახლში სასტუმროსა და კაზინოს მოაწყობს

პროექტის ფოტო
წყარო: არქიტექტურის სამსახური

თბილისში, რუსთაველის გამზირის N12-ში ყოფილი კავშირგაბმულობის სახლში სასტუმროს, კაზინოსა და სავაჭრო ობიექტებს თამაზ გაიაშვილის კომპანია მოაწყობს - არქიტექტურის სამსახურმა პროექტზე შესაბამისი თანხმობა უკვე გასცა და მხოლოდ ესკიზის შეთანხმება მოითხოვა.

პროექტს უკრაინის მიერ სანქცირებული თამაზ გაიაშვილის კომპანია მარილი-2020 განახორციელებს, რომელიც 2020 წელს დაფუძნდა და გაიაშვილი 100%-იან წილს ფლობს.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, ყოფილი კავშირგაბმულობის სახლის შენობის სიმაღლე უცვლელი დარჩება, ხოლო ძირითადი ფასადების გაბარიტები პირვანდელ სახეს დაუბრუნდება. ამასთან ერთად, ბარათში წერია, რომ  "ვიზუალური თვალსაზრისით შენარჩუნებული იქნება შენობის მოსაპირკეთებელი მასალები, შეიცვლება კარ-ფანჯრების მასალები".

საპროექტო შენობა 10-სართულიან ნაგებობას წარმოადგენს, სადაც მიწის ქვეშ არსებულ სამ სართულზე პარკინგი და კაზინო მოეწყობა. ასევე, ნულ სართულზე იქნება სავაჭრო ობიექტები, ხოლო დანარჩენ სართულებზე სასტუმროს ნომრები მოეწყობა.

ნახეთ პროექტის ფოტოები:

კომენტარები