რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინამ წინა წელს შეიარაღების წარმოება სამჯერ გაზარდა - კამიშინი

უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრი ალექსანდრ კამიშინი, 25 თებერვალი, 2024
REUTERS/Valentyn Ogirenko

უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრის ალექსანდრ კამიშინის თქმით, 2023 წელს უკრაინამ შეიარაღების წარმოება სამჯერ გაზარდა და ამ დროისთვის ქვეყნის თავდაცვის სექტორში 500-მდე კომპანია მუშაობს.

კიევში ტელევიზიით გამართულ კონფერენციაზე კამიშინმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ძალისხმევაში 100 სახელმწიფო და 400 კერძო კომპანიაა ჩართული. ხოლო მიმდინარე წელს, მისი თქმით, უკრაინა გეგმავს, "საბრძოლო მასალების წარმოება მნიშვნელოვნად გაზარდოს".

ცალკე მიმართვაში, უკრაინის ციფრულმა მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ ბრძოლის ველზე რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებული დრონების 90% უკრაინაშია დამზადებული.

კომენტარები