პეგასუსის ავიახაზები

ავიაკომპანია Pegasus Airlines-მა ბორტზე ასატანი ხელბარგის წონა 3კგ-მდე შეამცირა

pegasus

ავიაკომპანია Pegasus Airlines-მა ბორტზე ასატანი ხელბარგის წონა შეამცირა.

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, თუ აქამდე ბორტზე ასატანი ხელბარგის მაქსიმალური წონა 8 კგ იყო, ახალი წესის თანახმად, ბარგის წონა არ უნდა აღემატებოდეს 3 კგ-ს.

ცვლილება ასევე შეეხო ზომებსაც, აქამდე მაქსიმალური ზომა 55x45x20 სმ იყო, ახლა კი ხელბარგის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 40x30x15 სმ-ს.

აღნიშნული ცვლილება მხოლოდ 2024 წლის 13 თებერვლის შემდეგ შეძენილ ბილეთებზე ვრცელდება.

კომენტარები