დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთში ქალი სამი ბავშვის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

Ben Birchall

დიდ ბრიტანეთში, ბრისტოლში, 42 წლის ქალი სამი ბავშვის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, არასრულწლოვანები ადგილზე გარდაცვლილად გამოაცხადეს.

ქალი ამჟამად დაპატიმრებულია და საავადმყოფოში იმყოფება. ადგილობრივი პოლიციის მთავარი ინსპექტორის, ვიქს ჰეივარდ-მელენის, თქმით, საზოგადოება დამატებითი რისკის წინაშე არ დგას.

"გულწრფელად ვუსამძიმრებ ბავშვების საყვარელ ადამიანებს და უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენი ოჯახთან ურთიერთობის ერთეული მათ დახმარებას გაუწევს. [...] ვფიქრობთ, რომ ეს იზოლირებული შემთხვევაა და ფართო საზოგადოება დამატებითი რისკის წინაშე არ დგას". - თქვა ჰეივარდ-მელენმა. 

პოლიციას ქალთან შეხება აქამდეც ჰქონია, რის გამოც საქმეში პოლიციის ქცევის დამოუკიდებელი ადმინისტრაცია (IOPC) ჩაერთო, რომელიც პოლიციის წინააღმდეგ საჩივრებს იძიებს. 

"მიმართვის ფურცელი გამოვითხოვეთ, რომელიც წინა კონტაქტის შესახებ მეტ ინფორმაციას შეიცავს, და მიღების შემდეგ, შევაფასებთ, რათა დავადგინოთ, ჩვენი მხრიდან დამატებითი ქმედება საჭიროა თუ არა". - თქვა IOPC-ის სპიკერმა. 

ადგილობრივმა პოლიციისა და დანაშაულის გამგებელმა, მარკ შელფორდმა, ასევე მიუსამძიმრა საზოგადოებას და მათ, ვინც გარდაცვლილ ბავშვებს იცნობდნენ. მისივე თქმით, საქმის დეტალების გასარკვევად გამოძიება მიმდინარეობს. 

"კითხვები არის დასასმელი იმაზე, თუ როგორ მოხდა ასეთი შემზარავი ფაქტი და რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო მის შესაჩერებლად, მაგრამ ამ დროისთვის, ვთხოვ ხალხს, რომ პოლიციას გამოძიების საშუალება მისცეს". - თქვა შელფორდმა. 

კომენტარები