პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა

ქალს მათი სქესობრივი კავშირის ამსახველი ვიდეოს გავრცელებით ემუქრებოდა – 1 პირი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 1978 წელს დაბადებული პირი დააკავა. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს 2023 წელს გათხოვილ ქალთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, რომელსაც სასტუმროში სქესობრივი კავშირის დროს მობილური ტელეფონით ფარულად ვიდეო გადაუღო. ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, 2024 წლის იანვარში, ბრალდებული დაზარალებულ ქალს ურთიერთობის აღდგენას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფარულად გადაღებული მათი სქესობრივი კავშირის ამსახველი კადრების ნათესავებში გავრცელებით ემუქრებოდა. გარდა ამისა, ბრალდებულმა დაზარალებულ ქალს ღამით საცხოვრებულ სახლში მიაკითხა და ბავშვებისა და ოჯახის სხვა წევრების სახლში ყოფნის დროს შესვლას ცდილობდა". - წერია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. უწყების ცნობით, მათ საგამოძიებო მოქმედებები დაზარალებული ქალის მიმართვის შემდეგ ჩაატარეს. 

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, მის მობილურ ტელეფონში ინტიმური შინაარსის ამსახველი ვიდეომასალა ნახეს.

კომენტარები