ირაკლი ქარსელაძე

ქარსელაძე: როცა გზებზე ვსაუბრობთ, ცოტა უხერხული მგონია იმის კითხვა, კეთდება თუ არა რამე

როდესაც გზებზე ვსაუბრობთ, ცოტა უხერხული მგონია იმის კითხვა, კეთდება თუ არა რამე. 2013 წლიდან დღემდე 16 000 კილომეტრზე მეტი გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. ამაში მაგისტრალები არ შედის, ეს არის მუნიციპალური და შიდასახელმწიფოებრივი ცენტრალური გზები, მაგრამ არა აშენებული მაგისტრალები. როდესაც ზოგადად ინფრასტრუქტურის განვითარებაზეა, საუბარი კიდევ რამდენიმე შედარების გაკეთება შეიძლება, საავტომობილო გზების ბიუჯეტი 2012 წელს იყო 378 მილიონი, ხოლო წელს 1.9 მილიარდია. მთლიანობაში, საავტომობილო გზების დეპარტამენტს, ცხრანახევარი მილიარდი ლარი აქვს უკვე დახარჯული სხვადასხვა პროექტში.

აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე საურისას. 

კომენტარები