ინფლუენსერები

იგეგმება "ინფლუენსერებისთვის" გზამკვლევი დოკუმენტის შექმნა – კონკურენციის სააგენტო

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო გეგმავს, 2024 წელს დაიწყოს მუშაობა "ინფლუენსერების" საქმიანობის მარეგულირებელ გზამკვლევ დოკუმენტზე, რომელიც განსაზღვრავს იმ წესებსა და პირობებს, რაც "ინფლუენსერმა" უნდა დაიცვას საქონლის ან მომსახურების რეკლამირებისას.

როგორც ტაბულას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში უთხრეს, გზამკვლევი დოკუმენტი მზად 2025 წელს იქნება.

"საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს განმარტებით, არანაირი დამატებითი საკანონმდებლო რეგულაციის შემოღება არ იგეგმება. მომხმარებლის დაცვის შესახებ არსებული კანონმდებლობა საკითხს სრულად ფარავს. საუბარია ევროპული გამოცდილების საფუძველზე, სამოქმედო სტანდარტის გაზიარებაზე, იმ შემთხვევებისთვის თუ მომხმარებელს ექნება პრეტენზია კონკრეტული "ინფლუენსერის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. მსგავსი მიდგომა ადაპტირებულია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში". - გვითხრეს სააგენტოში.

კომენტარები