აშშ

ბენ შაპიროს ახალმა სიმღერამ iTunes-ზე პირველი ადგილი დაიკავა

ამერიკელი პოლიტიკური კომენტატორის ბენ შაპიროსა და კანადელი რეპ არტისტის ტომ მაკდონალდის ახალი სიმღერა "ფაქტები"
"Facts" - Tom MacDonald (feat. Ben Shapiro)/Youtube

ამერიკელი პოლიტიკური კომენტატორისა და კონსერვატორული პოდკასტის Daily Wire-ის წამყვანის ბენ შაპიროს ახალმა სიმღერამ მუსიკალურ აპლიკაცია iTunes-ში პირველი ადგილი დაიკავა.

რეპის სტილის სიმღერამ, რომელსაც "ფაქტები" (Facts) ჰქვია, ბოლო პერიოდში მეგან თი სტალიონის, ჯასტინ ტიმბერლეიკისა და ჯეკ ჰარლოუს მიერ გამოშვებულ სიმღერებს გადაუსწრო.

ბენ შაპირომ აღნიშნული სიმღერა კანადელ რეპის არტისტთან ტომ მაკდონალდთან ერთად შექმნა. სიმღერის ტექსტი აშშ-ში ე.წ. "კულტურული ომის" თემებს ეხება.

სიმღერის წარმატებას შაპირო X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) ეხმაურება. პირველი ადგილის დაკავების შემდეგ მან X-ის საკუთარ ანგარიშზე აღწერაში "მსოფლიოს #1 რეპერი" დაიწერა. ხოლო ერთ-ერთ პოსტში ღმერთსა და ტომ მაკდონალდს, ასევე მშობლებს 15 წლით კლასიკური ვიოლინოს გაკვეთილებზე შეყვანისთვის, მადლობა გადაუხადა.

კომენტარები