შეზღუდვები გზებზე

ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი/Facebook

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის ფარავნის უღელტეხილზე გამავალ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

"საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია". - აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.

კომენტარები