გერმანია

ФСБ-ს ჯაშუშობაში დადანაშაულების შემდეგ ბუნდესტაგის დეპუტატის დამხმარემ პოსტი დატოვა

ვლადიმირ სერგიენკო

უკრაინული წარმოშობის რუსმა პოლიტტექნოლოგმა, გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატის დამხმარე ვლადიმირ სერგიენკომ საკუთარი პოზიცია დატოვა. აქამდე მას ჟურნალისტური გამოძიებები ბრალს სდებდნენ, რომ ის რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ჯაშუში იყო.

სერგიენკო დეპუტატი ევგენი შმიდტის დამხმარე იყო. პარლამენტარი მემარჯვენე პოპულისტური პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) წევრია.

"ვლადიმირ სერგიენკომ გუშინ შემატყობინა, რომ ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე საკუთარ საქმიანობას შეწყვეტს. მის წინააღმდეგ მედიაში წამოიწყეს კამპანია, რომელიც მის მიერ მუშაობის გაგრძელებას შეუძლებელს ხდის. ბატონი სერგიენკო ჩემთვის მუშაობდა, ეხმარებოდა დისკრიმინრებულ რუსულენოვან მოქალაქეებს, ხალხს, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეეჩეხნენ მასობრივ მტრულ განწყობას მედიების გამო. პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას". – დაწერა შმიდტმა საკუთა Facebook-გვერდზე.

ამას გარდა, პოპულისტური პარტიის დეპუტატმა ცილისწამებაში დაადანაშაულა გერმანული გაზეთი Bild-ი, რომელმაც სხვა რამდენიმე მედიის მსგავსად გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარი იყო სერგიენკოს სავარაუდო ჯაშუშობის შესახებ. შმიდტი დებს პირობას, რომ სასამართლოში საჩივარს შეიტანს.

1-ელ თებერვალს The Insider-მა და Der Spiegel-მა გამოაქვეყნეს გამოძიება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ვლადიმირ სერგიენკო ФСБ-ს მეხუთე სამსახურის მიერ იყო გადაბირებული და მათ ერთ-ერთ თანამშრომელთან, პოლკოვნიკ ილია ვეჩტომოვთან ახლო კავშირი ჰქონდა. დეპუტატის დამხმარისა და რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომლის მიმოწერიდან ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ სერგიენკო თავისი მოქმედებების ანგარიშს აბარებდა მოსკოველ კურატორს, მასთან ათანხმებდა სამოქმედო გეგმებსაც და იღებდა დაფინანსებას. ერთ-ერთი რამ, რაც სერგიენკომ შეძლო, AfD-ს საპარლამენტო ფრაქციის მიერ უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შეჩერების მოთხოვნის სარჩელის შეტანა იყო. სერგიენკომ ბრალდებები უარყო.

 

კომენტარები