გერმანიის საჰაერო ძალებმა 30 იანვარს კუნძულ რიუგენის მახლობლად მფრინავი რუსული სამხედრო-სადაზვერვო თვითმფრინავის იდენტიფიცირებისა და ადევნების მიზნით ავიაგამანადგურებლები ააფრინა.
თვითმფრინავ Ил-20М-ს, რომელიც ბალტიის ზღვაში მდებარე გერმანული კუნძულის მიმდებარე საერთაშორისო საჰაერო სივრცესში დაფრინავდა, გამორთული ჰქონდა ტრანსპონდერის, ანუ გადამცემის სიგნალი.
გერმანიამ ავიაგამანადგურებლები მეკლენბურგ-წინა პომერანიის შტატის ქალაქი ლააგედან ააფრინა. მას შემდეგ, რაც მათ დაადგინეს, რომ რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში დაფრინავდა, მას მცირე ხნით აედევნენ და გზა გადაუჭრეს მანამ, სანამ Ил-20М-ი უკან, აღმოსავლეთის მიმართულებით არ გაბრუნდა. ამის შესახებ საუბარია ლუფტვაფეს მიერ X-ზე გამოქვეყნებულ ტვიტში.