ბავშვების გაყიდვა

ჩვილების უკანონოდ გაყიდვის მსხვერპლი ქართველი ქალები ევროსასამართლოში ჩივილს გეგმავენ

BBC

BBC-მ საქართველოში ათწლეულების მანძილზე ჩვილების უკანონოდ გაყიდვის და გაშვილების საქმეებზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო. ბავშვების უკანონო გაყიდვის პრაქტიკით დაზარალებული დედები და შვილები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამოქალაქო საჩივრის შეტანას გეგმავენ, რაზეც მათ BBC-ის დოკუმენტურ ფილმში ისაუბრეს

მათი თქმით, სახელმწიფო არ აძლევთ ისეთ ინფორმაციაზე წვდომას, როგორიცაა საკუთარი დაბადების ადგილი, თარიღი და ბიოლოგიური გვარი. ასევე, მათი მტკიცებით, სახელმწიფო უწყებები არაფერს აკეთებენ, რათა დედებმა გაიგონ, თუ რა სახელი და გვარით დარეგისტრირდნენ მათი ბიოლოგიური შვილები.

ადვოკატის თქმით, მათი ისტორიები საშუალებას აძლევთ ევროსასამართლოში სამოქალაქო სარჩელი შეიტანონ და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მოითხოვონ. 

კომენტარები