აშშ

აშშ-ში დიდთოვლობისა და ძლიერი ქარბუქის შედეგად 89 ადამიანი დაიღუპა

EPA

მთლიანად აშშ-ში დიდთოვლობისა და ძლიერი ქარბუქის შედეგად 89 ადამიანი დაიღუპა და ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო ათი ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ორეგონისა და ტენესის შტატებში ყველაზე მეტი გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. ამინდის ექსტრემალურ პირობებს ტენესიში 25, ხოლო ორეგონში - 16 ადამიანი ემსხვერპლა. ორეგონის შტატში ამჟმად საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 

ერთ-ერთი შემთხვევის დროს, ორეგონში, პორტლანდში, ძლიერმა ქარის გამო ელექტროგადამცემი ხაზი მანქანას დაეცა, რასაც 3 ზრდასრული ადამიანი ემსხვერპლა. მანქანაში ასევე იმყოფებოდა ბავშვი, რომელიც გადარჩა. 

მიუხედავად იმისა, რომ ბევრგან ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა, ორეგონში 10 000, ჩრდილოეთ კაროლინაში 8 000, კალიფორნიაში 7 000 და კენტუკიში 4 300 ადამიანს ელექტროენერგიაზე წვდომა კვლავაც არ აქვს. 

ტენისიში ამინდის გამო წყლის მილები დაზიანდა, რამაც შტატში წყლის პრობლემებიც წარმოქმნა. მემფისის წყლის მიმწოდებელმა კომპანიამ მოსახლეობას ადუღებული წყლის გამოყენებისკენ მოუწოდა. 

შექმნილი პირობების გამო, მისისიპის შტატში კოლეჯებმა და უნივერსიტეტებმა სწავლის აღდგენა გადაავადეს. 

კომენტარები