რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიანსკის ოლქის გუბერნატორი: ჩამოვაგდეთ უკრაინული დრონი

უკრაინელი სამხედროები ბახმუტთან რუსების პოზიციების მიმართულებით დრონს უშვებენ. უკრაინა, დონეცკის ოლქი, 2022 წლის 15 დეკემბერი.
AP Photo/LIBKOS

ბრიანსკის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ ბოგომაზმა აღნიშნა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ 19-20 იანვრის ღამეს უკრაინული თვითმფრინავი ჩამოაგდო. ამის შესახებ ბოგომაზმა ტელეგრამ-არხზე დაწერა

"რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა შეაჩერეს უკრაინის ტერორისტული თავდასხმა. კლიმოვსკის რაიონში თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა". - დაწერა მან. 

ამასთან, ბოგომაზმა თქვა, რომ დრონის ჩამოგდებას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია, ხოლო "შემთხვევის ადგილზე ოპერატიული და სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ".

კომენტარები