არნოლდ შვარცნეგერი

არნოლდ შვარცნეგერი მიუნხენის აეროპორტში დააკავეს

არნოლდ შვარცნეგერი მიუნხენის აეროპორტში დააკავეს. კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორისა და ცნობილი მსახიობის დაკავების მიზეზი გერმანიის ტერიტორიაზე არადეკლარირებული ძვირადღირებული საათის შეტანა გახდა. 

არსებული ინფორმაციით, შვარცნეგერი აღნიშნული საათის აუქციონზე გატანას გეგმავდა. თუმცა, მიუნხენის აეროპორტის საბაჟო სამსახურის წარმომადგენლის თქმით, მსახიობმა საათს დეკლარირება არ გაუკეთა და არც შესაბამისი საბაჟო გადასახადი გადაიხადა, რასაც ევროკავშირის კანონი ითვალისწინებს. 

უცნობია, ზუსტად როდემდე იქნება შვარცნეგერი დაკავებული, თუმცა, საბაჟო სამსახურის მიხედვით, ის მალე შეძლებს გათავისუფლებას. გავრცელებული ინფორმაციით, შვარცნეგერმა გერმანიაში გამართულ კლიმატის ცვლილების აუქციონში უნდა მიიღოს მონაწილეობა, ხოლო შემდეგ გეგმავს ავსტრიაში სათხილამურო ღონისძიებაზე დასწრებას.

მას, სავარაუდოდ, ევროკავშირის კანონის დარღვევისთვის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

კომენტარები