რეკლამა

(რ) გალტ & თაგარტი საფონდო ბირჟის ტენდენციებზე ვებინარს გამართავს

მათთვის, ვისაც საფონდო ბირჟაზე არსებული ტენდენციები აინტერესებს და სურს, გაიგოს, რა შესაძლებლობები არსებობს გლობალურ ბაზარზე ინვესტირების მიმართულებით, გალტ & თაგარტი ონლაინ შეხვედრას გამართავს.

ვებინარი 24 იანვარს, 19:00 საათზე გაიმართება და მისი მთავარი თემა იქნება “საინვესტიციო შესაძლებლობები და საფონდო ბირჟის ტენდენციები“. 

შეხვედრაზე სპიკერები - ნიკოლოზ მაზანაშვილი, გალტ & თაგარტის ასოცირებული ბროკერი და დავით ნიშნიანიძე, გალტ & თაგარტის საბროკერო მიმართულების ხელმძღვანელი, ინვესტირების ძირითად პრინციპებზე, 2023 წელს საფონდო ბირჟაზე გამოკვეთილ ტენდენციებსა და 2024 წლის მოლოდინებზე ისაუბრებენ. 

ამასთან, ისინი აუდიტორიას გალტ & თაგარტის სერვისებსა და მათი მეშვეობით გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე შექმნილ საინვესტიციო შესაძლებლობებს გააცნობენ.

ვებინარზე დასასწრებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.

კომენტარები