აშშ

ამერიკულმა ძალებმა ჰუსიტების 14 სამხედრო პოზიციაზე იერიში მიიტანეს

 US Central Command via X/Handout

აშშ-ს სამხედრო ძალებმა ჰუსიტების სამხედრო პოზიციებზე იემენში იერიში მიიტანეს. ამერიკელი სამხედრო წყაროს ცნობით, თავდასხმა იემენში ჰუსიტების 14 რაკეტაზე განხორციელდა, რომელიც სასროლად იყო გამზადებული.

აღნიშნული იერიში ბოლო კვირის მანძილზე ამერიკული მხარის მეოთხე თავდასხმაა. აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ჰუსიტების რაკეტები მყისიერ საფრთხეს წარმოადგენდნენ წითელ ზღვაში სავაჭრო ხომალდებისა და ამერიკული სამხედრო გემებისთვის. 

"ეს იერიშები, ჩვენს სხვა ნაბიჯებთან ერთად, შეამცირებს ჰუსიტების შესაძლებლობებს რომ გააგრძელონ უგუნური თავდასხმები საერთაშორისო და კომერციულ გადაზიდვებზე წითელ ზღვაში, ბაბ-ელ-მანდების სრუტეში და ადენის ყურეში" - ნათქვამია აშშ-ს ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

კომენტარები