დაბალი ტემპერატურა

შვედეთში ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ტემპერატურა, -43.6 გრადუსი დაფიქსირდა

შვედეთში, ჩრდილოეთ ლაპლანდიის რეგიონის ერთ-ერთ დასახლებაში ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ტემპერატურა, -43.6 გრადუსი დაფიქსირდა. ინფორმაციას შვედეთის მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური ინსტიტუტი ავრცელებს.

უამინდობის გამო, ქვეყნის ზოგიერთ რაიონში შეჩერებულია მატარებლებისა და ავტობუსების მოძრაობა. ზოგიერთ რეგიონში ძლიერი ქარისა და თოვლის გამო გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. 

მეტეოროლოგების ცნობით, მოსალოდნელია, რომ რეგიონში დაბალი ტემპერატურა მიმდინარე კვირის ბოლომდე დარჩება.

ამავდროულად, ტემპერატურა მკვეთრად დაეცა შვედეთის მეზობელ ფინეთშიც, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში -37.8 გრადუსი დაფიქსირდა, ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ტემპერატურა -40 გრადუსამდე დაეცემა.

უსაფრთხოების ზომები მიღებულია დანიაშიც, სადაც ხელისუფლებამ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში ძლიერი ქარისა და თოვლის გამო მოსახლეობას მანქანით გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

კომენტარები