რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ამდენი სამიზნე ერთდროულად არასდროს გვინახავს – რუსეთმა უკრაინაზე მასობრივი იერიში მიიტანა

იერიშის შედეგი კიევში
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო

რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე მორიგი მასობრივი იერიში მიიტანა. აფეთქებები ისმოდა კიევში, ლვოვის ოლქში, ზაპოროჟიეში, დნეპრში, ოდესასა და ხარკოვში.

უკრაინის საჰაერო ძალებში ამბობენ, რომ ეს, შესაძლოა ომის განმავლობაში რუსეთის მიერ მიტანილი უდიდესი იერიში იყოს.

"ამდენი სამიზნე ერთდროულად ჩვენს მონიტორებზე ჯერ არ გვინახავს". –თქვა უკრაინის საჰაერო ძალების პოლკოვნიკმა, იური იგნატმა.

იგნატმა აღნიშნა, რომ თავდასხმის ფარგლებში გამოიყენეს თითქმის ყველა სახის რაკეტები და დრონები.

მტერმა საჰაერო თავდასხმის სხვადასხვა საშუალებებით მასობრივი იერიში მოიტანა. ფაქტობრივად, ყველაფერი დაფრინავდა... ერთი კალიბრები არ ყოფილა. ისე, კინჟალებიც და ბალისტიკური რაკეტებიც ვნახეთ, С-300-ები და ფრთოსანი რაკეტები, რომლებიც კვლავ ჩანან ჩვენს რადარებზე, შაჰედებიც გამოიყენეს. გამოიყენეს Х-22/32-ები, დაახლოებით 18 სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-95-იც გამოიყენეს (წინასწარი ინფორმაციით, Х-101 და Х-555 ტიპის რაკეტები გაუშვეს)". – აღნიშნა უკრაინელმა პოლკოვნიკმა.

ზოგიერთ რეგიონში უკრაინულმა ძალებმა რაკეტების ჩამოგდება შეძლეს, თუმცა ზოგან ხალხი დაშავდა და ინფრასტრუქტურა დაზარალდა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, ქალაქის ერთ-ერთ რაიონში შენობის ნანგრევების ქვეშ ხალხია მოყოლილი. მისი ცნობით, სამი ადამიანის ამოყვანა შეძლეს და სამაშველო ოპერაცია გრძელდება. უკრაინის დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში გაჩნდა ხანძარი. ხარკოვში იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა. ოდესაში ხანძარი გაჩნდა მრავალსართულიან შენობაში, დნეპრში კი სავაჭრო ცენტრში. ჯერჯერობით უკრაინას არ გაუვრცელებია ცნობა, თუ ჯამში რამდენი ადამიანი დაიღუპა და რამდენი დაშავდა.

კომენტარები