სტიქია ავსტრალიაში

ავსტრალიაში შტორმს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა

ავსტრალიაში 25-26 დეკემბერს ძლიერ შტორმს, სულ მცირე, 10 ადამიანი, ემსხვერპლა. გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი 9 წლის ბავშვია.

გარდაცვლილთა დიდი ნაწილი ქუინსლენდის შტატიდან იყო, სადაც ათი ათასობით ადამიანი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

გარდა ამისა, ფართომასშტაბიანი წყალდიდობისა და დამანგრეველი ქარის შედეგად დაზარლდა ვიქტორიასა და ახალი სამხრეთ უელსის შტატი.

ზოგიერთ რეგიონში ქარი იმდენად ძლიერი იყო, რომ შენობებს სახურავები ახადა, ხეები წააქცია და ელექტრობოძები დააზიანა.

კომენტარები