ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 25 დეკემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.23 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 0.22 თეთრით. 25 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6905 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.9636 ლარი.

მას შემდეგ, რაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა, ეროვნულმა ბანკმა კურსის სტაბილურობისთვის ჯამში 149 650 000 აშშ დოლარი გაყიდა.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.73 ლარია, ხოლო ევროსი - 3.03 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.70 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.98 ლარად.

კომენტარები