ლარის კურსი

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა – 22 დეკემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.04 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 1.84 თეთრით გაუფასურდა. 22 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6882 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.9614 ლარი.

მას შემდეგ, რაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა, ეროვნულმა ბანკმა კურსის სტაბილურობისთვის ჯამში 149 650 000 აშშ დოლარი გაყიდა.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.73 ლარია, ხოლო ევროსი - 3.02 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.69 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.97 ლარად.

კომენტარები