გორის მერი

ხინჩეგაშვილი რუსეთში ვიზიტზე: არ მინდა და არ გპასუხობთ

ლადო ხინჩეგაშვილი

გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ჟურნალისტის შეკითხვაზე თამაზ გინტურის დაკრძალვის დღეს მის რუსეთში ვიზიტთან დაკავშირებით ამბობს: "არ მინდა და არ გპასუხობთ". 

"სხვა კითხვები თუ გაქვთ, გიპასუხებთ. მსგავს კითხვებზე აღარ გიპასუხებთ, გითხარით უკვე. არა, არ გიპასუხებთ, არ მინდა და არ გპასუხობთ. თქვენი დოკუმენტები შეგეძლოთ გამოგექვეყნებინათ და გამოაქვეყნეთ, რა დოკუმენტებიც გქონდათ უკვე და არ ვაპირებ ამაზე საუბარს.  პრინციპულად მე არ გეტყვით მსგავს კითხვებზე, ჩემ შვებულებებზე, არასამუშაო საათებზე და ასე შემდეგ. [...]არ ვუპასუხებ ამ კითხვებს" - ამბობს გორის მერი.

ხინჩეგაშვილი საჯარო მოხელეების გაზრდილ ხელფასებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ყველა მოხელეს თანამდებობრივი სარგო პროცენტულად ერთნაირად ემატება.

"რაც შეეხება საჯარო მოხელეების ხელფასებს და ჩვენი, თანამდებობის პირების ხელფასებს, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებს ემატებათ, ისე ემატებათ ყველას 10%. პროცენტულად ყველას ერთნაირად გვემატება" - თქვა ხინჩეგაშვილმა. 


19 ნოემბერს გამოცემა მოზაიკამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თამაზ გინტურის დაკრძალვის დღეს, 11 ნოემბერს გორის მერი რუსეთში წავიდა. მათი ცნობით, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ქვეყანა ავტომობილით დატოვა, იქამდე კი სამსახურში ერთ-დღიანი შვებულება აიღო. 

კომენტარები