რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მოსკოვის მერი: მოსკოვის შემოგარენში ჩამოგდებულია უკრაინული დრონი

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით დედაქალაქის მახლობლად, ოდინცოვკსკის რაიონში უკრაინული უპილოტო საფრენო აპარატი ჩამოაგდეს.

"საჰაერო თავდაცვის ძალებით ოდინცოვსკის რაიონში შეჩერებულია საჰაერო თავდასხმა. ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილას ნგრევა და მსხვერპლი არ არის. სამაშველო სამსახურების სპეციალისტები ადგილზე მუშაობენ". – წერს სობიანინი.

ცოტა ხნით ადრე მუშაობა შეაჩერეს ვნუკოვოს, დომოდედოვოსა და ჟუკოვოსკის აეროპორტებმა.

დილით რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით საჰაერო თავდაცვის ძალებმა ბრიანსკის ოლქში რამდენიმე უკრაინული საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

კომენტარები