დონაცია

თომაძე გვამურ დონაციაზე: 1 000-მდე გაიზარდა გარდაცვალების შემდეგ დონორობის მსურველთა რიცხვი

გვამური დონაცია ნიშნავს, რომ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, 8 სხვა ადამიანს შეუნარჩუნოს სიცოცხლე. ანუ იმ ორგანოებით, რომლებიც გარდაცვალების შემდეგ ჩვენ არ გვჭირდება... შეიძლება მინიმუმ 8 ადამიანს შეუნარჩუნდეს სიცოცხლე. ეს რვა ითვლება იქიდან, რომ 2 არის თირკმელი, ღვიძლი, 2 ფილტვი, გული, ნაწლავი. ასე რომ, ჯამში გამოდის 8. შეიძლება ათიც გამოვიდეს, იმიტომ, რომ ღვიძლი შეიძლება შუაზე გაიყოს, პანკრეასი შეიძლება შუაზე გაიყოს...

...მთავარი ის არის, რომ ეს უნდა იყოს ალტრუისტული, ნებაყოფლობითი ქმედება. იმიტომ, რომ ამაში არანაირი მატერიალური და ფინანსური დაინტერესება არ შეიძლება იყოს ჩადებული. ამ პრობლემას ჩვენ ვაწყდებით ცოცხალ დონაციასთან დაკავშირებით...

...საკმაოდ გაიზარდა სხვათა შორის საქართველოში [გარდაცვალების შემდეგ დონორობის მსურველთა რიცხვი]. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო 100, 150, 200, 250. მაგრამ ამ ბოლო დროს - და მე მაინც ვუკავშირებ მასმედიის გარკვეულ აქტიურობას - ახლა უკვე 1 000-მდე ავედით. ეს, რა თქმა უნდა, 4-მილიონიანი ქვეყნისათვის ძალიან ცოტაა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ 1 000 ადამიანის უკან ხომ არის კიდევ 4 ამდენი, ვინც იცის, რომ ვიღაცას აქვს დადებითი განწყობა ამ დონაციის მიმართ...

...საქართველოში ჯერჯერობით არცერთი შემთხვევა არ არის გარდაცვლილის ორგანოების გამოყენებით განხორციელებული გადანერგვის.

საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, გია თომაძე BMG-ის გადაცემა რედაქტ2-ში.

კომენტარები