რუსეთი

შამანის სიმღერა და შეძახილები – პუტინი პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელეს [VIDEO]

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი ზარადიეს საკონცერტო დარბაზში შეიკრიბა და საპრეზიდენტო არჩევნებზე  ვლადიმირ პუტინის კანდიდატურის წამოყენებას მხარი ერთხმად დაუჭირა.

საინიციატივო ჯგუფში შედიოდნენ რუსი პოლიტიკოსების, პროპაგანდისტები და ხელისუფლების მხარდამჭერი საზოგადოდ ცნობილი ხელოვნები, სპორტსმენები. მათ შორის იყვნენ: ფედერაციული საბჭოს სენატორი ანდრეი ტურჩაკი, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. თავმჯდომარე და ბატალიონი სპარტას მეთაური არტიომ ჟოგა, მომღერალი იაროსლავ დრონოვი (შამანი), მოციგურავე ტატიანა ნავკა, ამერიკაში დაბადებული რუსი სპორტსმენი ჯეფ მონსონი, რეჟისორი ვლადიმირ მაშკოვი, ჭადრაკის დიდოსტატი სერგეი კარიაკინი, დირიჟორი ვალერი გერგიევი და სხვები. 

შეხვედრის ფარგლებში მიღებული პროტოკოლი გადაეგზავნება რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის შემდეგ პუტინის მხარდამჭერები ოფიციალურად შეძლებენ ხელმოწერების შეგროვებას.

საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები პუტინის მიმართ მხარდაჭერის ნიშნად ყვიროდნენ: "ურა!" (ვაშა).

ღონისძიების ფარგლებში რუსეთის ჰიმნი იმღერა პროპაგანდისტმა შემსრულებელმა, იაროსლავ დრონოვმა, რომელიც შამანის სასცენო სახელითაა ცნობილი.

კომენტარები