რუსული ესტრადა

ფილიპ კირკოროვმა ლუბოვ უსპენსკაიას ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

ფილიპ კირკოროვი და ტატიანა ბულანოვა
Spletnik.ru

მომღერალი ფილიპ კირკოროვი თავის კოლეგას, ლიუბოვ უსპენსკაიას სასამართლოში ცილისწამების გამო უჩივის. ინფორმაციას კირკოროვის იურისტი ალექსანდრ დობროვინსკი ავრცელებს.

დობროვინსკის თქმით წარსულში უსპენსკაიამ მის კლიენტს ქალთმოძულე უწოდა. 

"უსპენსკაიამ ისეთები ილაპარაკა, რასთან შერიგება შეუძლებელია. მაგალითისთვის, მან ფილიპ კირკოროვს "ქალთმოძულე" უწოდა, მომღერალს, რომელიც 30 წელია ქალებს უმღერის. ეს შეურაცხმყოფელია". – ამბობს დობროვინსკი.

უსპენსკაიამ კირკოროვის შესახებ ბლოგერ ალიონა ჟიგალოვას გადაცემაშ ილაპარაკა:

"კირკოროვი არ მიყვარს, უღირსად იქცევა, ზოგჯერ მის ნაცვლად მრცხვენია. [...] ის ქალთმოძულეა, მან ქალს სცემა, მერე გაითამაშა თითქოს ფსიქიკური პრობლემა აქვს და ისრაელში გაფრინდა, გაითამაშა, მოიტყუა, მერე მალახოვმა ჩააკითხა საავადმყოფოში, ვითმ ცუდად იყო. [...] ეს არის ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება იტყუება.

კირკოროვი 10 მილიონი რუბლის ოდენობის მორალურ კომპენსაციას და სასამართლო დავის ხარჯების დაფარვას ითხოვს.

ამ დროისთვის უსპენსკაიას რუსულ მედიასთან სასამართლო დავის შესახებ კომენტარი არ გაუკეთბია.

კომენტარები