შალვა პაპუაშვილი

პაპუაშვილი ბანერებზე: ოპოზიცია თვითდემონიზების პროცესშია, ჩვენგან ბიძგი საჭირო არცაა

შევხედოთ, ვინ არის რადიკალური ოპოზიცია - ოპოზიცია, რომელსაც მართავენ ოლიგარქები, ოპოზიცია, რომელიც დაფუძნებულია ძალადობაზე, ოპოზიცია, რომელიც დაფუძნებულია ეროვნული ინტერესების ღალატზე. მეტი რა დემონიზება სჭირდებათ, გარდა იმისა, რასაც თვითონ უკეთებენ საკუთარ თავს. თვითდემონიზების პროცესში არიან, აქ ამას არც PR ტექნოლოგი სჭირდება და არც ჩვენი რაიმე ბიძგი და წახმარება.

ფაქტები გადაამოწმეთ, არანაირი კავშირი არ აქვს ქართულ ოცნებას იმასთან, რაზეც თქვენ საუბრობთ ბანერებთან დაკავშირებით.

ასე უპასუხა პარლამენტის თანმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას ე.წ სისხლიან ბანერებსა და მათი საშუალებით ოპოზიციის წარმომადგენელთა დემონიზების მცდელობასთან დაკავშირებით.

კომენტარები