რუსეთი და ირანი მსხვილ სახელმწიფოთაშორის შეთანხმებაზე მუშაობენ

რუსეთი და ირანი მსხვილ სახელმწიფოთაშორის შეთანხმებაზე მუშობენ. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

სამინისტროს განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის ზუსტად რას შეეხება შეთანხმება, თუმცა, ერთი თვის წინ კრემლმა გააკეთა განცხადება, რომ რუსეთი და ირანი ურთიერთობის გაღრმავებაზე მუშაობდნენ, მათ შორის, სამხედრო სფეროშიც. 

რუსეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრები სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ თითქმის უკვე დასრულებულ შეთანხმებაზე მუშაობა დაჩქარებულად გაგრძელდება. 

გასულ კვირას, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს 5-საათიანი საუბარი ჰქონდა ირანის პრეზიენტ ებრაჰიმ რაისისთან. 

კომენტარები