რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დანილოვი: კონტრშეტევის იმედები არ გამართლდა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ვერ გავიმარჯვებთ

ოლექსი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, კონტრშეტევის იმედები არ გამართლდა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ გამარჯვება უკრაინას არ დარჩება. ამის შესახებ დანილოვმა BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

"ჩვენი კონტრშეტევის იმედები არ გამართლდა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ გამარჯვება ჩვენ მხარეს არ დარჩება. [...] მაისში ჩვენს ქვეყანაში ყველა მოქალაქეს ომის სწრაფად დასრულება სურდა. იმედები არსებობდა, მაგრამ არ გამართლდა. ის, რომ ორი წელია, ჩვენს ქვეყანას ვიცავთ, უკვე დიდი გამარჯვებაა. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ არ გავჩერდებით. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის". - თქვა დანილოვმა.

ამავდროულად, ოლექსი დანილოვის შეფასებით, ძალიან მძიმეა ფრონტზე არსებული მდგომარეობა. მისი თქმით, ომის შესახებ არსებული ძველი სახელმძღვანელოები, მათ შორის, NATO-ს სახელმძღვანელოები არქივში უნდა დაბრუნდეს, რადგან ასეთი ტიპის ომი არც მე-20 და არც 21-ე საუკუნეში არ ყოფილა.

გარდა ამისა, დანილოვმა ასევე უარყო ცნობები უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისა და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ვალერი ზალუჟნის შორის დაძაბულობის შესახებ.

კომენტარები