სამუელ პატი

ფრანგი თინეიჯერები მასწავლებელ სამუელ პატის მკვლელობის საქმეზე დამნაშავედ ცნეს

 BERTRAND GUAY/Pool via REUTERS/File Photo

საფრანგეთის სასამართლომ იმსჯელა 2020 წელს მასწავლებელ სამუელ პატის მკვლელობის საქმეზე. მკვლელობის ფასილიტაციისთვის ექვსი ფრანგი მოზარდი დამნაშავედ ცნეს. მოზარდები გასამართლდნენ დანაშაულებრივი შეთქმულების და ცილისწამების მუხლებით.

2020 წელს ჩეჩენმა ტერორისტმა 47 წლის ფრანგ მასწავლებელს თავი მოკვეთა. როგორც ცნობილია, სამუელ პატის მოსწავლეებმა ტერორისტს მისი ვინაობა შეატყობინეს და უთხრეს, რომ მან წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები საკლასო ოთახში გამოხატვის თავისუფლების გაკვეთილზე ბავშვებს აჩვენა. 

ბრალდებულ მოსწავლეებს შორისაა გოგო, რომელმაც თავის მშობლებს მოატყუა, თითქოს მასწავლებელმა სამუელ პატიმ მუსლიმ მოსწავლეებს საკლასო ოთახის დატოვება მოსთხოვა. როგორც გამოძიებამ გაარკვია, აღნიშნულ გაკვეთილზე გოგო საერთოდ არ იმყოფებოდა. 

თინეიჯერებს რამდენიმე თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ და მათ სასჯელის მოხდა შინა პატიმრობითაც შეუძლიათ. 

კომენტარები