ისრაელის ომი ტერორიზმთან

ისრაელის თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაურის შვილი ღაზის სექტორში დაიღუპა

X / Yair Lapid

ისრაელის თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაურის, ეროვნული ერთიანობის წევრისა და უპორტფელო მინისტრ გადი აიზენკოტის შვილი, გალ აიზენკოტი ღაზის სექტორში მიმდინარე საომარი მოქმედებებისას დაიღუპა

ისრაელის მედიის ცნობით, 25 წლის გალ აიზენკოტი გვირაბის შახტის აფეთქებით მიღებული მძიმე დაზიანებების შედეგად მოგვიანებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღრმა მწუხარება გამოთქვა და გალ აიზენკოტი "ნამდვილ გმირად" მოიხსენია.

აიზენკოტის ოჯახს ასევე ისრაელის მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელმა და დეპუტატმა მიუსამძიმრა, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერმა იაირ ლაპიდმა. მანვე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც სამხედრო ფორმაში ჩაცმული გად და გალ აიზენკოტები ერთმანეთს ეხვევიან.

"ეს ფოტო. ეს ჩახუტება. მამა და მისი შვილი. ორივე ფორმაში. ორივე ამ ქვეყნის ჯარისკაცი [...] მთელი ერის ბედი ერთ ჩახუტებაში". - წერს ლაპიდი.

კომენტარები