ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები

აშშ-მ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მეორე მოაგილე, მაიკლ კარპენტერი
VOA

6 დეკემბერს აშშ-ს დელეგაციამ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 59-ე რაუნდის დასრულების შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც რუსეთის მხრიდან ბორდერიზაცია დაგმო და თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა.

განცხადებაში წერია, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია და ბორდერიზაცია საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ ერთიანობას ძირს უთხრის. იქვე აღნიშნულია, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული და განუყოფელი ნაწილებია.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთი კონფლიქტში ერთადერთი მხარეა, რომელსაც სხვა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჯარი ჰყავს განთავსებული, რაც გაეროს ქარტიის, ჰელსინკის დეკლარაციისა და 2008 წელს EU-ს მედიაციით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებული რუსეთის ვალდებულებების თვალნათელი დარღვევაა.

აშშ-მ რუსეთის ფედერაციის მოუწოდა, საკუთარი არაორაზროვანი ვალდებულება შეასრულოს, ჯარი ომამდელ პოზიციებს დაუბრუნოს, ადგილზე ჰუმანიტარული დახმარების შეუზღუდავი წვდომა უზრუნველყოს და ადგილზე საერთაშორისო თავდაცვის განლაგებებს ხელი არ შეუშალოს. აშშ ასევე მიესალმება საქართველოს ურყევ გადაწყვეტილებას, კონფლიქტში ძალა არ გამოიყენოს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე რუსეთისა და მარიონეტი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრიდან დემონსტრაციული გასვლის გამო იძულებით გადაადგილებული პირებისა და დევნილების, წყლისა და გაზის საკითხების განხილვა ვერ მოასწრეს.

აშშ-მ ასევე რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყება რუსეთ-საქართველოს ომს შეადარა და 2008 წლის შემდეგ მის მიერ საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის დარღვევასთან ერთად დაგმო.

კომენტარები