კრიმინალი

ვანში ევროპული საქართველოს წევრი არასრულწლოვნის მიმართ იძულების ბრალდებით დააკავეს

ვანში ევროპული საქართველოს წევრი კობა ძაგნიძე არასრულწლოვნის მიმართ იძულების ბრალდებით დააკავეს. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, გამოძიება სსკ-ის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს. 

პარტია ევროპულ საქართველოში ამბობენ, რომ კობა ძაგნიძის დაკავების შესახებ რამდენიმე საათის წინ შეიტყვეს.

"ბრალდება მძიმეა, ევროპული საქართველო ერკვევა საქმის დეტალებში და ინფორმაციის შესაბამისად იმოქმედებს" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები