თურქეთი-საბერძნეთი

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ათენში ჩავიდა, სადაც საბერძნეთის პრეზიდენტს შეხვდა

Turkish Presidential Press Office/Handout via REUTERS

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ათენში ჩავიდა, სადაც ის მის ბერძენ კოლეგას კატერინა საკელაროპულუს შეხვდა. ეს ბოლო 6 წლის მანძილზე რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირველი ვიზიტია საბერძნეთში. ერდოღანს ათენის აეროპორტში საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯორჯ გერაპეტრიტისი დახვდა. საბერძნეთის და თურქეთის წარმომადგენლები 2023 წლის ივლისში შეთანხმდნენ, რომ აღადგენდნენ დიალოგს ყველა დონეზე.

"მომავლისთვის უფრო სასარგებლო იქნება, თუ პროცესებს ნახევრად სავსე ჭიქის პერსპექტივიდან შევხედავთ" - თქვა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საბერძნეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ. 

საბერძნეთი და თურქეთი NATO-ს წევრი მეზობელი სახელმწიფოები არიან, თუმცა მათ შორის ათწლეულების მანძილზე აქტიურია დაპირისპირება კვიპროსის საკითხის, ენერგო რესურსების თუ ეგეოსის ზღვის საჰაერო სივრცის გამო. 

ერდოღანი ასევე შეხვდა საბერძნეთის პრემიერმინისტრ კირიაკოს მიცოტაკისს. 2024 წელს, როგორც პრეზიდენტ ერდოღანს, ასევე საბერძნეთის პრემიერმინისტრ მიცოტაკისს არჩევნები ელით. სავარაუდოდ, პრემიერმინისტრი მიცოტაკისი ასევე ეწვევა თურქეთს საპასუხო ვიზიტით. 

შეხვედრების შემდეგ საბერძნეთი და თურქეთი ერთობლივ დეკლარაციას მიიღებენ, სადაც ნახსენები იქნება შეთანხმებები ორი ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებს შორის თანამშრომლობის შესახებ. 

კომენტარები