დაპირისპირება ენმ-ში

კობახიძე: არის ასეთი გეგმა, რომ ენმ ქვევით დაწიონ, რათა წინ სხვა პოლიტიკური ძალა წამოწიონ

ნაციონალური მოძრაობა იშლება და ჩვენი დაკვირვებით, ეს შემთხვევითი პროცესი არაა. მე მგონია, ეს არის ის დავალება, რომელსაც დავით კეზერაშვილი ასრულებს - არის ასეთი გეგმა, რომ ნაციონალური მოძრაობა ქვევით დაწიონ, რათა წინ სხვა პოლიტიკური ძალა წამოწიონ. შესაბამისად, სწორედ ამას უკავშირდება ენმ-ს თავმჯდომარედ ისეთი ოდიოზური ფიგურის არჩევა, როგორიც ლევან ხაბეიშვილია.

დანარჩენი პროცესები, რაც პარტიის დაშლასთანაა დაკავშირებული - ეს მიზანმიმართული პროცესია. მიზანია, პარტია ნაციონალური მოძრაობა დაბლა დაწიონ იმისთვის, რომ ენმ-ს სხვა ფრთა გააძლიერონ, რომელსაც პარტია ნაცმოძრაობა არ ჰქვია. ძირითადად, ეს ის ბლოკია, რაზეც ჩვენ საუბარი გვქონდა. აქ შედიან სალომე ზურაბიშვილი, გიორგი გახარია, მამუკა ხაზარაძე და ნინო ლომჯარია. სავარაუდო ერთობა ასე გამოიყურება. 

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე დაპირისპირებას.

კომენტარები