რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინამ ფრონტზე თაგვებთან, ვირთხებთან და გველებთან საბრძოლველად კატები გაგზავნა

Bild

უკრაინის შეიარაღებული ძალები ფრონტზე თაგვებთან, ვირთხებთან და გველებთან საბრძოლველად კატებს გზავნის. ინფორმაციას გამოცემა Bild ავრცელებს.

ფრონტის ხაზზე გადაღებული ვიდეოებიდან ჩანს, რომ მღრღნელებისა და ქვეწარმავლების შემოსევა როგორც უკრაინელ, ისე რუს სამხედროებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. 

თაგვები და ვირთხები სამხედროებს ძილს არ აცლიან, ასევე ჭამენ პროვიზიას, აზიანებენ იარაღს. 

"როდესაც იღვიძებ, ყოველთვის იჭერ 2 ან სამ თაგვს, რომლებიც საძილე ტომარაში არიან შემომძვრალები". – ამბობს უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი.

კატების გარდა მღრღნელებთან საბრძოლველად სათაგურებსაც იყენებენ.

კომენტარები