ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.43 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 1.86 თეთრით. 30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7086 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.9583 ლარი.

მას შემდეგ, რაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა, ეროვნულმა ბანკმა კურსის სტაბილურობისთვის ჯამში 149 650 000 აშშ დოლარი გაყიდა.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.75 ლარია, ხოლო ევროსი - 3.01 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.71 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.96 ლარად.

კომენტარები