რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანული დაზვერვა: რუსეთი უკრაინაში სულ უფრო ხშირად იყენებს კასეტურ ბომბებს

რუსული კასეტური ბომბების ნამსხვრევები

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სულ უფრო ხშირად იყენებს 500-კილოგრამიან კასეტურ ბომბებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანგარიშს ბრიტანული დაზვერვა დებს.

"2023 წლის ნოემბრიდან რუსულმა ავიაციამ, როგორც ჩანს, უფრო ხშირად დაიწყო RBK-500 მოდელის 500-კილოგრამიანი ბომბების გამოყენება. ჩამოგდებისას ბომბი იშლება 100-დან 350-დე ნაწილად, რომელიც თავისმხრივ კიდევ 100 წვრილ ან 1 მსხვილ ტანკსაწინააღმდეგო ნაწილაკად იშლება.

RBK-500-ის ტიპის ბომბები უკრაინული ძალების წინააღმდეგ გამოიყენეს ვულედარში და ავდიივკაში. რუსულ კასეტურ ბომბებს აქვს ძალიან დაბალი სიზუსტე, ერთ ასეთ ბომბს 100 მეტრის რადიუსში ზიანის მიყენება შეუძლია". – წერია პოსტში.

კომენტარები