რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 20 დრონიდან 14 ჩამოვაგდეთ

უკრაინის შეიარაღებული ძალები

30 ნოემბრის ღამეს უკრაინულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 14 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

"2023 წლის 30 ნოემბრის ღამეს, მეტოქემ 20 შაჰედის ტიპის დრონით შეგვიტია, რომლიდანაც 14 განადგურებულია. უპილოტო საფრენი აპარატები ყირიმიდან და პრიმორსკო-ოხტარსკის ოლქიდან იყო გაშვებული. გარდა ამისა დონეცკის მიმართულებით ოკუპანტებმა 8 საზენიტო, მართვადი რაკეტა გაისროლეს". – წერია უკრაინის შეიარაღებული ძალების ანგარიშში.

ცოტა ხნით ადრე უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა, რომ ოკუპანტები უკრაინის წინააღმდეგ გაცილებით აქტიურად გამოიყენებენ დრონებს.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები