უკანონო მოსმენა

ყოფილი ცოლის ბინაში ფარულად დაამონტაჟა მოსასმენი აპარატურა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ყოფილი ცოლისთვის მოსასმენი აპარატურის დამონტაჟების და მიყურადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 1979 წელს დაბადებულმა, თბილისში მცხოვრებმა ბრალდებულმა, ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ ბინაში - მისაღებსა და საძინებელში, ფარულად დაამონტაჟა მოსასმენი მოწყობილობები, რომლებშიც განათავსა სიმ ბარათები და მათზე სატელეფონო ზარის განხორციელების გზით, თვეების განმავლობაში დაზარალებულების კერძო კომუნიკაციას უკანონოდ უსმენდა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, საგამოძიებო მოქმედებები მისი კონფიდენციალურობის სრული დაცვით წარმართა" - აცხადებს უწყება და აღნიშნავს, რომ ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სსკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს. მას 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები