ბუკერის პრემია

ბუკერის პრემიის გამარჯვებული ირლანდიელი მწერალი პოლ ლინჩი გახდა

2023 წლის ბუკერის პრემიის გამარჯვებული პოლ ლინჩი

2023 წლის ბუკერის პრემიის გამარჯვებული პოლ ლინჩი გახდა. ირლანდიელ მწერალს ჯილდო რომანისთვის Prophet Song გადაეცა.

რომანი-ანტიუტოპია ლინჩის ბიბლიოგრაფიაში მეხუთეა. წიგნის მთავარი გმირი მიკრობიოლოგი ეილიშ სტაკია, რომელიც ტირანულ სახელმწიფოში ცხოვრობს. სიუჟეტის მიხედვით სტაკის ქმარს საიდუმლო პოლიცია აპატიმრებს, მარტო დარჩენილი ქალი ოთხ შვილს ზრდის.

"მე სპეციალურად არ შევეხე პოლიტიკას, იმიტომ რომ წიგნი გამოვიდოდა პოლიტიკაზე, მე კი მინდოდა, რომ ის ყოფილიყო ოჯახზე. მინდოდა ამეღო ილიადა და ამომეტრიალებინა. როდესაც თქვენც ამას იზამთ, მთელი პოლიტიკა, გმირობა და წინა პლანზე წამოწეული საკითხები გაქრება და დარჩებით აილიშ სტეკთან და მის ოჯახთან". – ამბობს ლინჩი მადლობის სიტყვაში.

ბუკერის პრემიის ჟიურის თავმჯდომარის, კანადელი მწერლის ესი ედუჯანის თქმით, რომანი ეძღვნება "ქალის მცდელობებს გადაარჩინოს თავისი ოჯახი ანტიუტოპიურ ირლანდიაში, რომელიც სულ უფრო მეტად ხდება ავტორიტარული სახელმწიფო".

კომენტარები