რუსეთი

კალინინგრადში სამხედრო კომისარიატში ხანძრის განზრახ გაჩენის ბრალდებით ერთი ქალი დააკავეს

რუსეთში, კალინინგრადის რეგიონის ქალაქ სოვეცკში დააკავეს ქალი, რომელსაც ბრალად სამხედრო კომისარიატში ხანძრის განზრახ გაჩენა ედება. 

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი 19 ნოემბერს, დღის საათებში მოხდა. Telegram-ზე რუსული არხი ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ ქალი მოლოტოვის კოქტეილს ესვრის შენობას, მომხდარს ტელეფონით იღებს და გარბის. ამავე Telegram არხის ცნობით, აღნიშნული ქალი საბავშვო ბაღში მზარეულად მუშაობს.

"მასთან ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. მისი იდენტობა ცნობილია, დგინდება მისი მოტივები და კრიმინალური აქტის მომზადების დეტალები". – ამბობს რეგიონული მთავრობის პრესსერვისის ხელმძღვანელი, დმიტრი ლისკოვი.

 

კომენტარები