რუსეთი

რუსეთში შესაძლოა საერთაშორისო LGBT მოძრაობა ექსტრემიზმის ბრალდებით აიკრძალოს

 OLGA MALTSEVA / AFP/File

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის საჩივრით მიმართა, სადაც სამინისტრო საერთაშორისო LGBT მოძრაობის, როგორც ექსტრემიზმის აკრძალვას ითხოვს

რუსეთის იუსტიციის სამინისტრო არ აზუსტებს, უზენაეს სასამართლოში გაგზავნილი მოთხოვნა რომელიმე კონკრეტულ ორგანიზაციას შეეხება თუ ზოგადად, LGBT მოძრაობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ აქტივობას. 

შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილება რუსეთში ბოლო ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა LGBT საზოგადოებაზე, რომლის აქტიურობაც განსაკუთრებით გაიზარდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. 

იუსტიციის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მოქმედი LGBT მოძრაობა ექსტრემისტული მანიფესტაციებში, მათ შორის სოციალური და რელიგიური სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა. 

სასამართლო სხდომა 2023 წლის 30 ნოემბერს არის ჩანიშნული.

კომენტარები