თბილისის მეტრო

თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის ბიუჯეტიდან 475 მილიონი ევრო გამოიყოფა

თბილისის მერია

თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 475 მილიონი ევრო გამოიყოფა. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა კახა კალაძესთან და ფინანსთა მინისტრთან, ლაშა ხუციშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, პროექტის ფარგლებში 212 თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეტროს ვაგონის, ჯამში 45 მატარებლის შესყიდვაა გათვალისწინებული, რომლებითაც ამჟამად არსებული მოძველებული მატარებლები ეტაპობრივად, 15 წლის განმავლობაში ჩანაცვლდება.

კალაძე ამბობს, რომ აქედან, 13 ცალი 4-ვაგონიანი მატარებელი საბურთალოს ხაზისთვის, ხოლო 32 ცალი 5-ვაგონიანი მატარებელი კი ახმეტელი-ვარკეთილის ხაზისთვის ინება განკუთვნილი.

კალაძის თქმით, ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, უახლოეს დღეებში ბაზრის კვლევა, შემდეგ კი საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება, რომელშიც მონაწილეობის მიღება მეტროს ვაგონებისა და საგარეუბნო მატარებლების მწარმოებელი უცხოურ კომპანიებს შეეძლებათ.

კომენტარები