საქართველო-რუსეთი

გინტურის მკვლელობის ფონზე რუსეთს "ახალი გამწვავების" ასარიდებლად თბილისთან მუშაობა სურს

მიხაილ გალუზინი

საოკუპაციო ხაზთან თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი თვლის, რომ აუცილებელია საქართველოსთან მუშაობა, რათა ამ შემთხვევის შემდეგ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია არ გამწვავდეს.

მცირე ხნის წინ საქართველოს მოქალაქის მიერ სამხრეთ ოსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ინციდენტის ფონზე, ხაზი გაესვა თანათავმჯდომარეების ოფიციალურ თბილისთან უფრო ენერგიული მუშაობის აუცილებლობას, რათა თავიდან იყოს აცილებული ახალი გამწვავება საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვარზე". – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში, რომელიც გალუზინისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარის შეხვედრის დეტალებს ეხებოდა.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, გალუზინმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ "უსაფრთხოების გასამტკიცებლად" საჭიროა საქართველომ დადოს იურიდიულად დამავალდებულებელი შეთანხმება, რომ ოკუპირებული რეგიონების წინააღმდეგ ძალას არ გამოიყენებს. მისივე თქმით, საჭიროა ე.წ. საზღვრების დემარკაცია და დელიმიტაცია. 

ამას გარდა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრის დროს განიხილეს სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებული განხილვის მომდევნო რაუნდისთვის მომზადება. ეს დისკუსია დეკემბერში გაიმართება.

6 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირბალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს.

კომენტარები