რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუმინეთში უკრაინელი პილოტების F-16-ებზე მომზადებისთვის სასწავლო ცენტრი გაიხსნა

ნიდერლანდების სამეფო საჰაერო ძალების F-16 ფოლკელის ავიაბაზაზე. 2019 წლის 2 იანვარი.
Remko de Waal/AFP/Getty Images

13 ნოემბერს რუმინეთში NATO-ს წევრი ქვეყნებისა და უკრაინელი პილოტების F-16-ებზე მოსამზადებელი სასწავლო ცენტრი გაიხსნა.

საწვრთნელი დაწესებულება რუმინეთის სამხრეთით, Fetesti-ს საჰაერო ბაზაზე იქნება განთავსებული და NATO-ს წევრ ქვეყნებსა და მის მოკავშირეებს ფუნქციონალური თავსებადობის გაუმჯობესებაში დაეხმარება.

რუმინეთში F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს ნიდერლანდების სამეფო სამხედრო საჰაერო ძალები ჩაიყვანს.

უკრაინის საჰაერო ძალების წარმომადგენელმა იური იგნატიმ თქვა, რომ რუმინეთი F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებზე უკრაინელი პილოტების მოსამზადებლად საჭირო ინფრასტრუქტურას ამზადებდა.

ნიდერლანდების გარდა, უკრაინას F-16-ის თვითმფრინავებს ბელგია, დანია და ნორვეგიაც გადასცემენ. კიევი მათ, სავარაუდოდ, მომავალ წელს მიიღებს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელი პილოტების მომზადების შემდეგ ნიდერლანდებისგან კიევი F-16-ის 42 თვითმფრინავს, ხოლო დანიისგან 19-ს მიიღებს.

კომენტარები