როდესაც რუსეთის ხელისუფლება გავლენის შენარჩუნებაზე საუბრობს, აგრესია იგულისხმება აქ. ზოგჯერ პირდაპირ სამხედრო, ზოგჯერ მცოცავი, მაგრამ ყველა ვარიანტში სახელმწიფოებრიობის მიუღებლობა ჩვენის, ნებისმიერი სხვა სახელმწიფოსი და ამიტომ არის საკვანძო, რომ ამ ისტორიულ მომენტში ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ნატოს წევრები გავხდეთ, შეერთებულ შტატებთან სამხედრო პოლიტიკური თანამშრომლობა გვქონდეს, ჩვენი თავდაცვისუნარიანობა გავაძლიეროთ. იმიტომ რომ რუსეთი აპირებს ყველა მომენტში, როცა ეს შესაფერისი იქნება, ჩვენზე დამატებით თავდასხმას და შემდგომ აგრესიას და, სრული სიცრუეა, რომ მათთან დალაგება შეიძლება და მათი გავლენის დატოვება ისე, რომ სახელმწიფო ვიყოთ თავისუფალი და წარმატებული, რასაც ეს რეჟიმი ქადაგებს და სინამდვილეში კი, მარტოებს გვტოვებს ამ საფრთხის წინაშე დასავლეთისგან და ნატოსგან იზოლირებულებს.
საქართველო-რუსეთი
ბოკერია ლავროვზე: როდესაც რუსეთი გავლენის შენარჩუნებაზე საუბრობს, აგრესია იგულისხმება
tbl.ge/6lip
დაკოპირდა

თქვა ევროპული საქართველოს თავჯდომარემ, გიგა ბოკერიამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებაზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, "ევროკავშირი არ მალავს საკუთარ მიზნებს, რომ ყველანაირად შეგვაკავოს, გაგვაგდოს ცენტრალური აზიიდან და ამიერკავკასიიდან. ეს არ გამოუვათ. ჩვენ აქ ისტორიულად ვართ და არსად გავქრებით. ჩვენმა პარტნიორებმა, ჩვენმა მოკავშირეებმა ეს მშვენივრად იციან".
საქართველო-რუსეთიევროპული საქართველოგიგა ბოკერიასერგეი ლავროვისერგეი ლავროვის განცხადებაევროკავშირი-რუსეთირუსეთისაქართველო
ამავე თემაზე
- პესკოვის მტკიცებით, ოკუპირებული ცხინვალის ლიდერის შეცვლა რუსეთთან შეერთებას არ უკავშირდება
- "სამხრეთ ოსეთის სტატუსის საკითხის გადაჭრის დრო მოვიდა" - ამბობს Ъ-ს წყარო კრემლიდან
- Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ
- შვიდკოი: უაზრობა იქნებოდა რუსეთ-საქართველოს კულტურული კავშირის გაწყვეტა
- შვიდკოი: სტურუას დადგმის ნახვა ისე მინდოდა, თბილისში ჩამოსვლა ღონისძიებას დავამთხვიე




