არჩევნებბი 2024

ელისაშვილი: ქართულ ოცნებას არ უნდა ბარიერის დაწევა, რათა მხოლოდ ენმ ჰყავდეს ოპონენტად

ჩვენი მემორანდუმი პარტია მოქალაქეებსა და ქართულ ოცნებას შორის გაფორმდა 2022 წლის იანვრის ბოლოს. ჩვენ ამ მემორანდუმის საფუძველზე შემოვედით და იმ მემორანდუმში ეწერა, რომ ბარიერი უნდა იყოს 5%-ზე დაბალი და არაუმეტეს 3%-ისა. ასევე, იმასაც შევახსენებ ყველას, რომ ერთხელ ჩვენ კენჭისყრაზე დავაყენეთ საკითხი და მაშინ ყველამ, ოპოზიციამაც და მმართველმა პარტიამაც, ერთსულოვნად მივეცით ხმა. ამ მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილება ერთხელ გვაქვს გატანილი და პირველი მოსმენით 2%-მდე არის დასული ბარიერი. ორი კენჭისყრაღა დარჩა, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ. რა თქმა უნდა, ველოდი რომ გადაგვაგდებდნენ. რა არის ამაში მოულოდნელი, მთელი კასკადი გვახსოვს ქართული ოცნების მხრიდან გადაგდებების. [...] 

ბარიერის დაწევა არ უნდა ქართულ ოცნებას იმიტომ რომ უნდა, რომ პარლამენტში ბევრმა ვერ გადალახოს ბარიერი და მარტო ნაციონალური მოძრაობა ჰყავდეს ოპონენტად. რაც არ უნდა უთხრას ენმ-მ, აუცილებლად მიუბრუნდებიან და ეტყვიან, თქვენს დროს ხომ უარესი იყოო. უარესი იყო, ნებისმიერი მიმართულებით. 

თქვა პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხთან დაკავშირებით.

ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის 2022 წლის განცხადებით, თუ საქართველო დეკემბერში ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსს მიიღებს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემითა და 2%-იანი ბარიერით ჩატარდება. ამის მიუხედავად, მმართველი გუნდის ლიდერები დღეს ამბობენ, რომ ეს საკითხი არ განიხილება და არჩევნები 5%-იანი ბარიერით ჩატარდება.

კომენტარები